თეგებით ძიება

საპატრიარქო პრემიერისა და პატრიარქის შეხვედრის კადრებს ავრცელებს (ვიდეო)

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორისა და მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის კადრებს ავრცელებს.

საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრისას პრემიერმა ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მხარდაჭერაზე, ასევე იმ ცილისმწამებლურ კამპანიაზე, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს ეკლესიის წინააღმდეგ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პანდემიას, მისგან გამოწვეულ პრობლემებსა და ეკონომიკაში პანდემიის შედეგების გადალახვის გეგმებს.

„ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივია ჩვენს პატრიარქთან შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრით მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი დიდი პატივისცემა, მოკრძალება და სიყვარული ჩვენი პატრიარქის, მთლიანად ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ.

მოგეხსენებათ, დღევანდელი დრო გამოწვევებით აღსავსეა. ჩვენ გავხდით მომსწრენი უპრეცედენტო შეტევისა ეკლესიისა და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ, არანახული ცილისწამების კასკადი ვიხილეთ, რაც, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი, ანტისახელმწიფოებრივი და მტრულია, არ ემსახურება ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ეკლესიის ინტერსებს.

მე, როგორც მთავრობის მეთაურმა, რაც შემეძლება, სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა აღვუთქვი ეკლესიას და კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩემი მოკრძალებული პატივისცემა და სიყვარული“, - აღნიშნა შეხვედრის დასასრულს პრემიერ-მინისტრმა.

ვიდეო იხილეთ აქ: https://www.facebook.com/sazupatriarchate/videos/915882155823575


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა