თეგებით ძიება

თბილისის N161 სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა

თბილისის N161 სკოლაში კორონავირუსის რამდენიმე ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას სკოლის დირექტორის მოადგილე ნათელა წულაია ადასტურებს.

მისი თქმით, გეგმური ტესტირების ფარგლებში 3 დღის წინ, კორონავირუსი 4 მასწავლებელს დაუდასტურდა, ასევე ინფიცირებული არიან დარაჯი, ბიბლიოთეკარი და რამდენიმე მოსწავლე.

ამ დროისთვის იზოლაციაში სკოლის 18 თანამშრომელი იმყოფება, ხოლო კლასი, რომლის მოსწავლეებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა