თეგებით ძიება

"ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის" ოფისი დაარბიეს - შემთხვევა გორში

გორში "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის" ოფისი დაარბიეს. თავდამსხმელებმა ოფისის შესასვლელი კარის და ფანჯრების მინები, სავარაუდოდ, ქვებით ჩაამსხვრიეს.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ჯგუფური თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ოფისში არავინ იმყოფებოდა. უცნობია შევიდა თუ არა ვინმე შენობის შიგნით.

"რუსთვი2"-ის ინფორმაციით, თავდამსხმელების ნაწილი პოლიციამ ადგილზე დააკავა.

ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა