თეგებით ძიება

"ნაცმოძაობის" ოფისზე თავდასხმის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს

"ნაცმოძაობის" ოფისზე თავდასხმის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

არხის ინფორმაციით, შენობას თავს ექვსი პირი დაესხა. "კოშკელიშვილია ერთი აღნიშნული პირი და მეორე ვინ არის, არ გვაწვდიან ინფორმაციას," - ამბობს პარტიის წევრი ვალისა ჯაბახიძე.

მისივე ინფორმაციით, ენმ-ს ოფისზე თავდამსხმელებს შორის ერთ-ერთი, ფარნა მახუხაშვილი ის პირია, ვინც "მთავარი არხის" წამყვანს, ეკა კვესიტაძეს სახლში მიუვარდა და რეგიონებში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისების დარბევებშიც მონაწილეობდა.

მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისს თავს დღეს, 2 მარტს, საღამოს დაესხნენ. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც შენობა თანამშრომლებმა დატოვეს. ჩამსხვრეულია შენობის მინები და დარბეულია ოფისის შიდა სივრცეც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა