თეგებით ძიება

ნეტა ვინმემ მოიტანოს ვაქცინა და თვითმფრინავის დაცლაში მივეხმარებიო – კულუმბეგოვი გიორგი გახარიასთან შეხვედრას იხსენებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა “მთავარი არხის” ეთერში ვაქცინაციაზე საუბრისას გიორგი გახარიას სიტყვები გაიხსენა.

კულუმბეგოვის თქმით, ერთ-ერთ შეხვედრაზე გიორგი გახარიამ იხუმრა, რომ თუ ვინმე ვაქცინას შემოიტანდა თვითმფრინავის დაცლაში პირადად მოეხმარებოდა.

“ახლა ახალი ადმინისტრაციის პირობებში არანაირი შეხვედრა არ ყოფილა, მაგრამ წინა შეხვედრაზე გულწრფელად ამბობდა, რომ ნეტა ვინმემ მოიტანოს ვაქცინა და თვითმფრინავის დაცლაში მივეხმარები პიროვნულად მზად ვარო. გახარიამ თქვა, ოღონდ ვინმემ მოიტანოს და ეს იყოს რეალობაო. ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ვერცერთმა ვერ მოახერხა PFIZER-ის MODERNA-სა და ASTRAZENECA-ს ვაქცინების შეტანა. ძირითადად აკეთებენ ჩინურ ვაქცინას”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა “მთავარი არხის” ეთერში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა