ვანდალური ფაქტი გორში - ენმ-ს ოფისის დარბევის ბრალდებით პოლიციამ მეოთხე პირიც დააკავა
გორში ენმ-ს ოფისის დარბევის ბრალდებით პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა. ფაქტზე სულ ოთხი პირია დაკავებული, რომლებმაც გუშინ ნაციონალური მოძრაობის რეგიონულ ოფისზე გახორციელებული თავდასხმის დროს ჩაამტვრიეს კარის მინა, დააზიანეს ინვენტარი და ტექნიკა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო:newposts.ge