თეგებით ძიება

COVAX პლატფორმას საქართველოსთვის გამოსაგზავნი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის რაოდენობა არ შეუმცირებია - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი არაუგვიანეს მარტის ბოლოდან დაიწყება. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, COVAX პლატფორმას საქართველოსათვის გამოსაგზავნი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის რაოდენობა არ შეუმცირებია.

„ფაიზერის“ ვაქცინასთან დაკავშირებით დამატებითი პირობის დასაზუსტებელი კონსულტაცია ამ კვირის ბოლომდე გაიმართება და შემდეგ გვექნება იმის საშუალება, რომ კონკრეტულად ვისაუბროთ მოწოდების ვადებზე.

„ასტრაზენეკას“ ლოკაციაში მითითებულია 129 600 დოზა, რომელიც ქვეყანამ უნდა მიიღოს მაისის ჩათვლით. საწყის კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენთვის თებერვალში გახდა ცნობილი, მითითებული იყო 184 ათას დოზაზე მეტი რაოდენობა, 314 ათას დოზამდე, ეს იყო პირველი ზღვარი, მაგრამ ეს რაოდენობა განსაზღვრული იყო ივნისის ბოლომდე. „კოვაქსი“ ამას აზუსტებს, რომ ის რაოდენობა, რომელიც გუშინდელ კომუნიკაციაშია აღწერილი, არ ნიშნავს, საქართველოსთვის გამოყოფილი ვაქცინების დოზის შემცირებას. ივნისში მისაღები რაოდენობა დამატებით დაზუსტდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა