თეგებით ძიება

ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრს, მსჯავრდებულ ბაჩო ახალაიას პატიმრობის ვადა 2021 წლის 6 ნოემბერს ეწურება, თუმნცა ის საპატიმროს ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს. ამის შესახებ ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
ნადარეიშვილის ინფორმაციით, ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პერიოდი არ ჩაუთვალეს და 9-წლიანი სასჯელის ათვლა განაჩენის გამოცხადებიდან დაიწყეს, რაც მისი თქმით, აბსურდულია.

მისი თქმით, ბაჩო ახალაია 2012 წლის 6 ნოემბერს დააკავეს, ვადის ათვლა კი, 2013 წლის პირველი მარტიდან დაუწყეს.

„ბაჩოს საბოლოოდ, 9-წლიანი სასჯელი განესაზღვრა, რომელიც 2021 წლის 6 ნოემბერს ეწურება, მაგრამ მოსამართლის საბოლოო განჩინებით, ბაჩო ახალიას წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა არ ჩაუთვალეს და როცა ბოლოს მიუსაჯეს, იქიდან დაუწყეს ვადის ათვლა. გამოდის, რომ ის საპატიმროს 2022 წლის მარტში დატოვებს. ყველა იურისტმა, პირველი კურსის სტუდენტმაც კი იცის, რომ სასჯელის ათვლა ერთი საათიც კი რომ იყო პატიმრობაში, იქიდან იწყება. ასეთი რამ, რაც ახლა ხდება, არც კი მსმენია, სრული აბსურდია,”- აცხადებს ნადარეიშვილი.

ნადარეიშვილის თქმით, ეს საკითხი აღნიშული სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება დატოვა ძალაში ისე, რომ არც კი განიხილა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას 9-წლით თავისუფლების აღკვეთა ე.წ. რუსი ჯაშუშების საქმეზე აქვს მისჯილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა