თეგებით ძიება

რა წესები უნდა დავიცვათ სპორტდარბაზებში – განახლებული რეკომენდაციები

15 მარტს ქვეყნის მასშტაბით ფიტნეს დარბაზები განახლებული რეკომენდაციებით იხსნება.

რეკომენდაციების თანახმად, ტრენაჟორების დარბაზში შესაბამისი წესების დაცვა იქნება სავალდებულო:

სავარჯიშო დარბაზის ყოველ 6 კვ. მეტრ ფართობზე დაიშვება 1 ვიზიტორი;

გასახდელები გამოიყენება მხოლოდ პირადი ნივთებისთვის;

პირებმა უნდა გამოიყენონ მხოლოდ საკუთარი რეკვიზიტები: გასახდომი ქამრები, ხელთათმანები და ა.შ.

ყველა პირი ვალდებული იქნება კლუბში შესვლისას და კლუბში ყოფნისას ყველა ზონაში ატაროს ნიღაბი, გარდა მაღალი ინტენსიური (კარდიო ვარჯიშები, ანაერობული ვარჯიშები, ფიქსირებული მძიმე წონების ვარჯიშები ჰამერზე, სხვა მაღალინტენსიური აქტივობა) ვარჯიშების შესრულებისა.

ტრენაჟორები და კარდიოტრენაჟორები იმგვარად უნდა იყო განთავსებული, რომ მათ შორის იყოს 2 მ-იანი დისტანცია დაცული. თუ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება ტრენაჟორები ერთმანეთისგან გამოყოფილი უნდა იყოს, დამცავი ტიხრებით/ბარიერებით.

იმ შემთხვევაში კი თუ დისტანციის დაცვა და ბარიერით გამოყოფაც ვერ ხერხდება, მაშინ ინვენტარი უნდა დაილუქოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა