თეგებით ძიება

ჰესის მშენებლობა მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისთვის - ნათია თურნავა

„ნამოხვანჰესის“ მშენებლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობისთვის - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში არსებული ელექტროსადგურების 70% არის აშენებული საბჭოთა პერიოდში, ამიტომ ისინი უკვე ამორტიზებულია. ახალი ჰესების მშენებლობა კი სწორედ ამ მიზნითაა განპირობებული -"ჩვენი ამოცანაა, განვაახლოთ ეს სიმძლავრეები და მზარდი ეკონომიკის პირობებში, არ ვიყოთ დამოკიდებული სამეზობლოს კეთილგანწყობაზე ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით",- განაცხადა თურნავამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი დადებით გავლენას მოახდენს ეკონომიკაზეც, რადგან არ მოხდება თანხის გადინება სხვა ქვეყნებში - "მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის საფასურის სახით გადახდილი თითოეული ლარი მაქსიმალურად უნდა რჩებოდეს სახელმწიფოში, ხმარდებოდეს ადგილობრივ ჰიდროსადგურებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს"-, განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თურქულ კომპანია „ენკა-ს“ ხეობა 99 წლიანი ვადით გადასცა.

მოსახლეობა ჰესის მშენებლობას კვლავ აპროტესტებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა