თეგებით ძიება

ქუჩაში 35 დოლარად ნაყიდი ჯამი მე–15 საუკუნის ჩინური ფაიფური აღმოჩნდა და ის 500 000 დოლარადაა შეფასებული (ფოტო)

ჩინური ანტიკვარი – პატარა ფაიფურის ჯამი, რომელიც კონექტიკუტში 35 დოლარად იყიდეს, მეთხუთმეტე საუკუნის ნაკეთობა აღმოჩნდა და აუქციონზე 500 000 დოლარად შეფასდა. თუმცა, იმედოვნებენ, რომ საწყისი თანხა გაცილებით გაიზრდება.

სოტბის აუქციონის ნიუ იორკის სახლი წარმომადგენლები ყვებიან, რომ მამაკაცმა, რომლის იდენტიფიცირებაც არ ხდება, ჯამი ქუჩაში გამოფენილ ნივთებში შეიძინა და აუქციონს ფოტოები გაუგზავნა, რათა შეფასება მომხდარიყო. შედეგად კი მას 35 დოლარად მინიმუმ ნახევარი მილიონის ღირებულების ანტიკვარი შერჩა.

„ლოტუსის ჯამი“ მინიმუმ 600 წლისაა და ჩინეთის ახალგაზრდა იმპერატორს ეკუთვნოდა, რომელიც 1403 წლიდან 1424 წლამდე მართავდა ქვეყანას.

ჯამი აუქციონის წესით 17 მარტს გაიყიდება.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა