თეგებით ძიება

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5-6 მარტს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

6 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +17 გრადუსამდე დათბება.

7 მარტს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, მაღალ მთაში ქარბუქი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში).

დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამასთანავე, დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა