თეგებით ძიება

თბილისში 8 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, სკოლა დისტანციურზე გადავიდა

თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში 8 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, სკოლა ნაწილობრივ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სკოლის პედაგოგებს ვირუსი წინასწარი ტესტირებისას გამოუვლინდათ, ამიტომაც სამინისტროს რეაგირება დროული აღმოჩნდა.

"ამ პედაგოგებისთვის ვირუსის გამოვლენა სწორედ წინასწარი ტესტირების შედეგად მოხდა. იყო დროული რეაგირება, სკოლის ადმინისტრაციამ მიმართა ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს, მიიღო მათგან რეკომენდაციები და სწორედ ამ რეკომენდაციების საფუძველზე საფუძველზე, სკოლის ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა", - თქვა დგებუაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა