თეგებით ძიება

ცხინვალი რუსული ვაქცინის სპუტნიკ V-ის შეძენას აპირებს

ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, უახლოეს მომავალში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობა აპირებს, რომ შეიძინოს რუსული წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა – სპუტნიკი V. ინფორმაციას დე ფაქტო ოსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

მისივე განცხადებით, ვაქცინის შესაძენად თანხები ჯერ კიდევ გასულ წელს იყო მობილიზებული, თუმცა ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო ეს ვერ მოხერხდა. ბიბილოვი იმედოვნებს, რომ მომავალ კვირას დე ფაქტო პარლამენტი შეიტანს 2021 წლის ბიუჯეტის კანონში შესწორებებს, რის შემდეგაც, შესაძლებელი იქნება ვაქცინის შესაძენად თანხების გამოყოფა.

“ამავდროულად მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთის მთავრობასთან. გავაგზავნეთ წერილი, რათა ვიპოვოთ შესაძლებლობა, რომ სამხრეთ ოსეთს მიეწოდოს ეს ვაქცინა. ამ კვირაში გახდება ცნობილი კონკრეტული თარიღი, როდის მიიღებს ვაქცინას ჩვენი რესპუბლიკა”, – აცხადებს ანატოლი ბიბილოვი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა