თეგებით ძიება

ეს ამბავი გვიან გავიგეთ, ორსულობის ამბავიც კი არ ვიცოდით - ადგილობრივები გორში მომხდარ ფაქტზე

“ორსულობის ამბავიც კი არ ვიცოდით. სამართალდამცავი უწყებები და სამშობიარო ჩართული იყო, ჩვენ რა უნდა გვექნა”,- ამის შესახებ ერთ-ერთი ადგილობრივი შიდა ქართლში 13 წლის მოზარდის მიერ ბავშვის გაჩენის ფაქტთან დაკავშირებით ამბობს.

როგორც ადგილობრივები ტელეკომპანია “პირველთან” საუბარში ამბობენ ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

“ეგ ვიცი, რომ 13 წლის ბავშვმა გააჩინა ბავშვი. აქ აღარ სწავლობდა, თბილისში იყვნენ გადასულები, ქირით იყო დედასთან ერთად”,- აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

“მე როგორც ვიცი, დედამისმა თქვა, რომ მის შვილთან დაკავშირებით იყო რაღაც პრობლემა და სამშობიაროში ჰყავდათ წაყვანილი, რა იყო და რა ფაქტს ჰქონდა ადგილი არ ვიცი. ეს ამბავი ჩვენამდე მოგვიანებით მოვიდა, ორსულობის ამბავიც კი არ ვიცოდით. სამართალდამცავი უწყებები და სამშობიარო ჩართული იყო, ჩვენ რა უნდა გვექნა. არ გამიგია ძალადობის მსხვერპლი თუ იყო”,- აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ცნობისთვის, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა. გოგონა ჩვილთან ერთად თავშესაფარშია გადაყვანილი. საქმეში ჩართულია სოციალური მუშაკი. როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე ერთი პირი პოლიციამ თებერვალში დააკავა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი 50 წლამდე ასაკისაა. უწყებამ გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც 16 წლამდე მიუღწეველთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა