თეგებით ძიება

სად და რატომ მოკლეს კრიმინალური ავტორიტეტი “პიზა”?

ცნობილი კრიმანლური ავტორიტეტი ახრა გეზერდავა, იგივე “პიზა” გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში მოკლეს. ინფორმაციას ‘მთავარი” ავრცელებს: 45 წლის გეზერდავა კრიმინალურ სამყაროში ყველაზე მაღალ სტატუსთან, ე.წ. კანონიერ ქურდთან გათანაბრებული პირი იყო.

გეზერდავას მკვლელობა უკავშირდება ორი აფხაზი გოგონას ჩართვას ნარკომოხმარებაში, რაც მოკლულმა კიდევ ერთ ავტორიტეტთან, ე. წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის შვილთან, ბატალ ფილიასთან, იგივე “ბატაშკასთან” ერთად მოაწყო.

სწორედ ერთერთი გოგონას ოჯახის ნათესავებმა, გვარად არძინბებმა, გადაწყვიტეს, შური ეძიათ ამ პროცესის ინიციატორ კრიმინალებზე. ამ ნათესავებს შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არდგურ არძინბაც შედის, მაგრამ მან უარი განაცხადა ვენდეტაში მონაწილეობაზე იმ მოტივით, რომ ეს ხელს შეუშლიდა მის პოლიტიკურ კარიერას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა