თეგებით ძიება

„ბრაზილიური ოჯახი მაქვს...პირველი ცოლი გადასარევადაა მესამესთან, მესამე ცოლი გადასარევადაა პირველთან, ყველა ცოლი ძალიან კარგადაა ჩემთან და ჩემს ოჯახთან" - ვახო სანაია პირადზე

ჟურნალისტი ვახო სანაია გადაცემაში "მხოლოდ ლელასთან" პირად ცხოვრებასა და ოჯახზე საუბრობს. იგი ხუმრობს, რომ ბრაზილიური ოჯახი აქვს და მეორე მეუღლის მიერ დაწერილ სტატუსზე საუბრობს:

"დიდი ბრაზილიური ოჯახი მაქვს...ცოტა ჭადრაკული პრინციპია, პირველი ცოლი გადასარევადაა მესამესთან, მესამე ცოლი გადასარევადაა პირველთან, ყველა ცოლი ძალიან კარგადაა ჩემთან და ჩემს ოჯახთან, დედასთან, მამაჩემზე გიჟდებოდა სამივე და მოკლედ ერთი პატარა ბრაზილია მაქვს საქართველოში, შვილები ერთმანეთზე გიჟდებიან.

არსად არასდროს მომიყოლია. იმ სტატუსსაც არ გამოვხმაურებივარ. უცებ მომდის ინბოქსში მესიჯები, ვაიმე შენ მოგიკვდი, არ ინერვიულო, ვიღაცეები მწერენ, გადაცემისთვის ვემზადებოდი, ვერ მივხვდი რას მწერენ. ჩამიგდეს სქრინი. თურმე ჩემმა მეორე ცოლმა დაწერა სტატუსი, ნუ მწერთ ამდენ რაღაცას, ეს ჩემი ქმარი წავიდაო და მე რომ არ ვიცოდი ისე მოუყვანია მესამე ცოლიო. ცოტა ბუნდოვანება იყო იმ სტატუსში და ემოციურად იყო დაწერილი.

შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მე მეორე ცოლი რომ მყავდა მაგ დროს სახლიდან გავედი და მესამე მოვიყვანე. რომ გინდა რომ რაღაც კარგად გამოვიდეს და კოშმარულად გამოვიდა.

გარკვეული იყო ეს ურთიერთობა, მე ის ურთიერთობა დავასრულე. მესამედ რომ ვიქორწინე ყველაფერი დამთავრებული მქონდა მეორე ცოლთან.
რომ ვიქორწინე მეც და თამუნამაც ვთქვით, რომ ძალიან ვიწრო წრეში აღგვენიშნა, უბრალოდ გადავწყვიტეთ რომ გვევახშმა. ეს საღამოა როცა ვვახშმობთ, არ ვიცი, როგორ მოხდა, ვიღაცამ დამინახა, ფოტო გადაიღო და ჩაუგდო ვიღაცას..ამას დაემატა ის ემოცია და აფეთქდა ჩემი ტელეფონი როდესაც ეს სტატუსი დაიწერა" - აბობს ვახო სანაია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა