თეგებით ძიება

თემურ თათარაშვილი: ციხიდან გამოსვლის შემდეგ საშინელი კომპლექსი მქონდა, როგორ მიმიღებდა საზოგადოება

მომღერალმა თემურ თათარაშვილმა გადაცემაში „სხვა რაკურსში გია ჯაჯანიძესთან“ საკუთარი ყველაზე დიდი კომპლექსის შესახებ ისაუბრა.

როგორც მომღერალმა აღნიშნა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჰქონდა მოლოდინი, რომ საზოგადოება მასზე ცუდად იფიქრებდა და ნარკომანს დაუძახებდნენ, თუმცა, მისის შიშები არ გამართლდა და ნელ-ნელა, კომპლექსიც მოეხსნა.

"მქონდა ერთი დიდი კომპლექსი, იმ ცუდი პერიოდიდან მოყოლებული, როცა გამოვედი ციხიდან. როგორ მიყურებს ხალხი? – სულ ვფიქრობდი, ახლა ვიღაც ფიქრობს, ფუ, ეს ნარკომანი… მქონდა ეს, მაგრამ ისევ ხალხმა გამომიყვანა ამ კომპლექსიდან, თორემ საშინელი კომპლექსი მქონდა, როგორ მიმიღებს ხალხი მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ვარ ნარკომანი… უფრო სწორად, ვიყავი", - განაცხადა მომღერალმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა