თეგებით ძიება

თამარ გაბუნიამ “ფაიზერის” ვაქცინის შემოტანის თარიღი დაასახელა

დღეს შედგა სატელეფონო კომუნიკაცია „ფაიზერის“ სათაო ოფისთან, ასევე კოვაქსის წარმომადგენელთან – ეს იყო ის შეხვედრა, სადაც უნდა დაზუსტებულიყო დამატებითი პირობები ვაქცინის მოწოდებისთვის. ჩვენ გვქონდა იმის საშუალება, რომ დეტალურად გაგვევლო ყველა ეტაპი ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში.

„ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა დაიწყება.

სიახლეა „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებითაც. „იუნისეფმა“ მიიღო „ასტრაზენეკასგან“ დასტური და იმ 129 600 დოზიდან, რომელიც მაისის ბოლომდე უნდა მიგვეღო, პირველი ნაწილი შემოვა მარტის ბოლომდე და ესეც მოსალოდნელია, რომ 22 მარტის კვირაში მივა „იუნისეფთან“ და შემდეგ გამოიგზავნება საქართველოში ამსტერდამის განაწილების ცენტრიდან“, – განაცხადა გაბუნიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა