თეგებით ძიება

ბოლო დროს მომრავლდნენ მილიონერები და მათ მივმართავ - ზურაბ კობეშავიძე

მომღერალმა ზურაბ კობეშავიძემ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ზურა დოიჯაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ გადაცემაში „პროფილი“, იმ ადამიანებს მიმართა, ვისაც მილიონები აქვს და სთხოვა, გაითვალისწინონ ხელოვანი ხალხის მდგომარეობა და დაეხმარონ მათ.

"ზურა, დიდი მადლობა შენი სიმღერისთვის, შენი სითბოსა და მეგობრობისთვის, რაც ყველა ჩვენგანს და მთელ საქართველოს გაუწიე. შენ დატოვე შენი სიმღერები და ლამაზო კაცობა.

მე მინდა, ერთი რამ დავამატო, ვიცი, რომ დღეს მილიონერები მომრავლდნენ საქართველოში. ღმერთმა გიმრავლოთ მილიონები, მაგრამ ერთმანეთს ნუ შეეჯიბრებით 500 000-იან საათში და 200 000-იან მანქანაში. მოდით, დავამკვიდროთ ჩვენს ქვეყანაში მეცენატობის ინსტიტუტი. ზურასნაირი ბევრია მეცნიერებაში, განათლებაში, არტისტებს შორის. მოდით, გვერდზე დავუდგეთ იმ ადამიანებს მაშინ, როდესაც ცოცხლები არიან და რაღაც უჭირთ…", -


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა