თეგებით ძიება

1 აპრილიდან ახალი მიკროავტობუსებით მგზავრობა 50 თეთრი ეღირება

საკრებულოს სხდომაზე თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის 2021-2023 წლების განვითარების პროგრამა დაამტკიცეს და 1-ლი აპრილიდან ახალი, ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური, 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი იქნება.

საკრებულოს წევრებს პროექტი და მასთან დაკავშირებული თანმდევი საკითხები სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ წარუდგინა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის 2021-2023 წლების განვითარების პროგრამა ცვლილებებს სახვადასხვა მიმართულებით ითვალისწინებს, თუმცა, ერთ-ერთია თბილისში მგზავრობის საფასურის ინტეგრირებული სისტემის ამოქმედება, რომელიც ძალაში პირველი აპრილიდან შევა. შედეგად, 1-ლი აპრილიდან ახალი, ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური, 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი იქნება.

ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათ-ნახევრის განმავლობაში შეეძლება ავტობუსით, (ლურჯი) მიკროავტობუსითა და მეტროთი გადაადგილება. ამ შემთხვევაში ტარიფი საერთო იქნება და მგზავრობა 50 თეთრი ეღირება ნებისმიერი ტრანსპორტის შემთხვევაში, რომელიც ამ ინტეგრირებულ სქემაშია ჩართული. 50-თეთრიანი ტარიფი ყვითელ მიკროავტობუსებზე არ გავრცელდება. გადახდის ინტეგრირებული სქემა კომპანია "სისტრამ" მოამაზადა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის 2021-2023 წლების განვითარების პროგრამის ფარგლებში ასევე განისაზღვრა ახალი 8- და 18 - მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის მიზნით ტენდერის გამოცხადება.

"პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები უზრუნველყოფს 2023 წლისთვის მგზავრთა გადაყვანის ახალი ქსელის სრულად ამოქმედებას, ასევე, თბილისის სატრანსპორტო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და მგზავრთა სწრაფ, კომფორტულ და უსაფრთხო მობილობას",- ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა