თეგებით ძიება

"მთავარი არხის" ჟურნალისტს დაემუქრნენ, შემდეგ კი მანქანა დაუზიანეს

"მთავარი არხის" ჟურნალისტს დაემუქრნენ, რასაც მისი მანქანის დაზიანება მოჰყვა. შემთხვევა მესტიაში მოხდა, სადაც ჟურნალისტი მესტიის მერის, მაჟორიტარი დეპუტატისა და მათი გარემოცვის შესაძლო კორუფციულ სქმეაში ჩართულობაზე სიუჟეტს ამზადებდა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ჟურნალისტის მანქანის დაზიანებას წინ უძღოდა სატელეფონო ზარი და მუქარა.

მათივე ცნობით, მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, ბოლოს კი ქვეყნის დასატოვებლად ფულიც შესთავაზა.

სატელეფონო ჩანაწერში, რომელიც სრული სახით უკვე გადაეცა პოლიციას, ისმის კაპიტონ ჟორჟოლიანის გინება და მუქარა, ასევე ფრაზა: "არ დამენახო საერთოდ, წადი ქვეყნიდან, ფულს მოგცემ!". ხოლო ჟურნალისტის შეკითხვას: "ეს საუბარი თქვენ უხერხულობას არ გიქმნით?", სახელმწიფო მოხელე პასუხობს: "არანაირ უხერხულობას არ მიქმინის", რასაც ისევ გინება მოსდევს.

ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს ემა გოგოხიას ავტომობილიც, მანქანას საბურავები, სავარაუდოდ დანით აქვს დაჭრილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა