თეგებით ძიება

"კომენდანტის საათის" გაუქმების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით თბილისში, თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მიმოსვლის თავისუფლება არის კონსტიტუციით დაცული უფლება.

"უკვე ზედიზედ მეოთხე თვეა, რაც სახელმწიფო ამ უფლებას გვიზღუდავს. დღეს, როდესაც დღიური დადებითობის მაჩვენებელი იმაზე სამჯერ დაბალია, ვიდრე შეზღუდვების მოხსნის წინაპირობად იყო გაცხადებული, ხელისუფლებას არ აქვს არანაირი არგუმენტი, იმისათვის, რომ შეგვიზღუდოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები". - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

საქართველოში "კომენდანტის საათი" რამდენიმე თვეა, მოქმედებს. აკრძალულია ქუჩაში გასვლა 21:00-საათიდან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა