თეგებით ძიება

"შეაგინე ბერას" - მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს აქცია გაიმართება

"შეაგინე ბერას" - დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება. აქციის ანონსი ფეისბუქზე გავრცელდა.

როგორც ღონისძიების ანონსში წერია, აქცია დღეს, 18:00-დან 19:00-მდე გაიმართება.

გასაჯაროვებულმა აუდიოჩანაწერებმა საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია.

შეგახსენებთ, 6 მარტს, "ტვ პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" ფარული აუდიოჩანაწერები გასაჯაროვდა, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ. აუდიოჩანაწერში ბერას მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო, ანგარიშწორებების შესახებ არის საუბარი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა