თეგებით ძიება

ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან ხმურია

თბილისში, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან ხმურია, ერთმანეთს აქტივისტები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამართალდამცველებმა აქტივისტებს წარწერის გაკეთების საშუალება არ მისცეს.

"არ შევარჩენთ იმ დანაშაულს, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე ჩაიდინა, ატერორებენ მოსახლეობას, ბავშვებს", - აცხადებენ აქტივისტები.

მონებო, მონებო! - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

საპროტესტო აქციიის მონაწილეები, გუშინ "ტვ პირველზე" გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს.

შეგახსენებთ, 6 მარტს, "ტვ პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" ფარული აუდიოჩანაწერები გასაჯაროვდა, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ. აუდიოჩანაწერში ბერას მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო, ანგარიშწორებების შესახებ არის საუბარი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა