თეგებით ძიება

მეუფე შიო - თუ შეურაცხგვყოფენ, დავითმინოთ, თუ საზოგადო საქმე ზიანდება, შევეწინაააღმდეგოთ

თუ შეურაცხგვყოფენ, დავითმინოთ, თუ საზოგადო საქმე ზიანდება, შევეწინაააღმდეგოთ, - ამის შესახებ აღნიშნა პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირმა ქადაგებისას.

"როდესაც შეურაცხგვყოფენ, დავითმინოთ ეს პირადი შეურაცხყოფა და ვილოცოთ ჩვენი მაწყენართა და შეურაცხმყოფელთათვის. ვიმეორებ, როდესაც ეს პირად შეურაცხყოფას ეხება, მაგრამ თუ საქმე მიდის საზოგადო საქმის დაზიანებამდე, რა თქმა უნდა, ქრისტიანები ვალდებული არიან, წინააღმდეგობა გაუწიონ და შეაჩერონ ასეთი ბოროტება და არ დაითმინონ. აქ საუბარია პირად შეურაცხყოფაზე.

უფრო მეტად რომ დავფიქრდეთ დღეს წაკითხული სახარების ამ მონაკვეთზე: ვინ არის ის ადამიანი – სულიერად მშიერ-მწყურვალი, სათნოებებისაგან განძარცვული და შიშველი, საპყრობილესა და სნეულების ტყვეობაში მყოფი, ვისაც სჭირდება დახმარება და სულიერი მოწყალება? როგორ ფიქრობთ, ვინ არის ასეთი ჩვენთან ყველაზე ახლოს მდგომი?

ჩვენ თვითონ, ჩვენივე უბადრუკი, ცოდვილი და დაცემული სული, რომელიც საჭიროებს დახმარებას. პირველ რიგში, შენს საკუთარ თავს უნდა გაუწიო ეს მოწყალება, რომ ასაზრდოო სულიერი საზრდოთი, შემოსო სათნოებებით, განკურნო შენი დასნეულებული სული.", - აცხადებს შიო მუჯირი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა