თეგებით ძიება

ყოფილი მიმტანი - 5 წლის წინ ბერა დამემუქრა, რადგან ე.წ თიფის არდატოვების გამო გავაკრიტიკე

5 წლის წინ ბერა დამემუქრა, რადგან ე.წ თიფის არდატოვების გამო გავაკრიტიკე, - ამის შესახებ "ფორმულასთან" ტატო ცეცხლაძე, ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, აცხადებს, რომელიც ახლა აშშ-ში ცხოვრობს.

მისი თქმით, კრიტიკული პოსტი მან ფეისბუქზე მაშინ დაწერა, როცა დროებით მიმტანად მუშაობდა და ბერა ივანიშვილს მოემსახურა, მან კი მიმტანს ე.წ თიფი - სერვისისთვის დამატებითი თანხა არ დაუტოვა.

ცეცხლაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ფეისბუქზე პოსტი დაწერა, ბერა ივანიშვილი რესტორნის მფლობელს დაუკავშირდა.

"სტატუსის დაწერიდან ნახევარ საათში მოვიდა ობიექტის მფლობელი, მენეჯერი. მფლობელმა მთხოვა, წამეშალა სტატუსი. მე ვუთხარი უარი. ამის შემდეგ მას დაუკავშირდა უშიშროების წარმომადგენელი, ის მესაუბრა მერე, მერე მესაუბრა ბერა ივანიშვილი.

მან მითხრა, რომ როგორც მიმტანმა ჩავთვალე, რომ მილიონერის შვილს ვესაუბრებოდი და გადავწყვიტე ფულის გაკეთება, რომ ვიყავი პოლიტიკური პარტიების მიერ მიგზავნილი, რომ გამეკეთებინა ფული. მომაყენა ძალიან პირადი შეურაცხყოფა, ეხება ჩემი ოჯახის წევრებს. მითხრა, რომ თუ მე ამ ამბავს გავაგრძელებდი, მექნებოდა სერიოზული პრობლემები". - ყვება ცეცხლაძე.

მისივე თქმით, იმავე საღამოს, მუშაობის დასრულების შემდეგ მას დაბურულშუშებიანი მანქანებთ გაყვნენ, რაც მან აღიქვა დაშინების მცდელობად. ცეცხლაძე ყვება, რომ მსგავსი რამ რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

"რამდენიმე დღის მანძილზე გადაბმულად მირეკავდნენ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები.

ისინი ითხოვდნენ, წამეშალა სტატუსი და მომეხადა ბოდიში",- ამბობს ცეცხლაძე.

ფორმულას ეთერში მან თქვა, რომ დაახლოებით 2 კვირის შემდეგ რესტორნის მფლობელმა ის სამსახურიდან გაათავისუფლა.

ცეცხლაძე ირწმუნება, რომ მისი მონაყოლის დადასტურება რესტორნის მენეჯერსაც შეუძლია. მფლობელმა კი, მისი ბიზნესისთვის შესაძლო რისკების გამო, შეიძლება ამაზე უარი თქვას.

შეგახსენებთ, 6 მარტს, "ტვ პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" ფარული აუდიოჩანაწერები გასაჯაროვდა, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ. აუდიოჩანაწერში ბერას მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო, ანგარიშწორებების შესახებ არის საუბარი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა