თეგებით ძიება

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა ორ დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ორ დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა.

როგორც მეუფემ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებაზე განმარტა, მან ორივე დიაკვანი არაერთხელ გააფრთხილა, რომ სამღვდელმთავრო მსახურებაში მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა მათ ურჩობა განაგრძეს.

მეუფე სტეფანემ ყურადღება ასევე ყოფილ მიტროპოლიტზე მეუფე პეტრეზე გაამახვილა და თქვა, რომ მას პატრიარქის მიმართ ბრალდებების არავითარი წერილობითი მასალა არ წარუდგენია, რასაც საეკლესიო სამართალი მოითხოვს და შესაბამისად, მიტროპოლიტის შეფასებით, ეს მხოლოდ ჭორაობა და ცილისწამებაა, რის გამოც მეუფე პეტრე დაისაჯა კიდეც.

რაც შეეხება მღვდელმსახურებაშეჩერებულ დიაკვნებს, მეუფე სტეფანე განმარტავს, რომ მათ წირვაზე დასწრება ან ზიარება არ ეკრძალებათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა