თეგებით ძიება

რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან ?

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან.

მისი თქმით, 8 მარტიდან შიდა სივრცეში ფუნქციონირებას განაახლებენ კვების ობიექტები.

"8 მარტიდან ფუნქციონირებას განაახლებს სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები. ასევე ერთი სიახლე, რომელიც ამავე პერიოდში ძალაში შედის, 8 მარტიდან ნებადართული გახდება საცალო-საბითუმო ვაჭრობა.

8 მარტიდან ნებადართული გახდება საცალო-საბითუმო ვაჭრობა, როგორც შაბათ-კვირის, ასევე ნებისმიერი სხვა დღის განმავლობაში, როგორც სავაჭრო მოლების, ასევე ბაზრობების ტერიტორიაზე“,-განაცხადა ფერაძემ.

მისივე თქმით, 2 კვირიან ჭრილში საკოორდინაციო საბჭო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ეპიდვითარებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება.

„თუ 2 კვირაში გვექნება შესაძლებლობა, რომ რეგულაციები შევამსუბუქოთ, შაბათ-კვირის შეზღუდვები მოიხსნება“,-განაცხადა ფერაძემ.


მან აღნიშნა, რომ შრომის ინსპექცია მონიტორინგს გააგრძელებს.

ბექა ფერაძეის განცხადებით, შრომის ინსპექცია მონიტორინგს განახორციელებს, ისევე როგორც სხვადასხვა საზედამხედველო უწყებები ყოველდღიურად. დარღვევების შემთხვევაში, იურიდიული პირის მიმართ არის ჯარიმა 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ფიზიკური პირის მიმართ 2 ათასი ლარი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა