თეგებით ძიება

სუსი - პოლიციამ ხურვალეთთან საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა აღკვეთა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ პოლიციამ საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა აღკვეთა.

„ცენტრალური ხელისუფლების მიერ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დაკავება არ მომხდარა. 7 მარტს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ პოლიციამ აღკვეთა საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა.

უკანონო დაკავების აღკვეთის შემდეგ, საქართველოს პოლიციამ შეაჩერა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. არსებული პრაქტიკის მიხედვით, ცხელი ხაზის დახმარებით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით განახორციელა კომუნიკაცია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან და მოხდა ვითარების განმუხტვა“,- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა