ბერას მორიგი მხილება: "ეს ადამიანი ყოფილა მანიაკი" - ივანიშვილის აგრესიის ადრესატები, ქუთაისელი მუსიკოსებიც გახდნენ
ბერა ივანიშვილის მხილება გრძელება - ქუთაისელი მუსიკოსები დუმილს 8 წლის შემდეგ არღვევენ და ივანიშვილის ვაჟის სახელით, მათზე განხორციელებულ ტერორზე ამახვილებენ ყურადღებას:
"რეგრესი" ასე ჰქვია სიმღერას, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ ვითარდება პროცესები 2012 წლის შემდეგ, მუსიკოსები კი დახმარებას ბერა ივანიშვილს სთხოვდნენ. დახმარების ნაცვლად ამ ადამიანებმა ბერა ივანიშვილისგან მუქარა მიიღეს, მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა კი მუსიკოსებს ვიდეოს წაშლა მოსთხოვეს.
"ეს ამბავი მოხდა დაახლოებით 8 წლის უკან და ამას მოჰყვა სწრაფი რეაგირება ბერა ივანიშვილის მხრიდან. მაგ დროს იყო ერთ-ერთი რეპერი, არ დავასახელებ შეგნებულად, ყველამ იცის, გუშინდელი სიუჟეტიდან ბევრმა ახსენა ეს რეპერი. იმ დროს იყო ბერას პაიკი, ასე რომ ვთქვათ.
გაისმა ჩვენ ტელეფონში მუქარის შემცველი ზარი, სადაც გვემუქრებოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ეს სიმღერა უნდა წაიშალოს. როცა სიმღერა წაიშალა უკვე, ამის შემდეგ დაახლოებით ერთი კვირის თავზე, სრულიად შემთხვევით, სახლში მოვდიდოდი, დამხვა ავტომობილი, უცნობი ტიპები მეუბნებოდნენ დაჯექი მანქანაში. ჩამსვევს და მელაპარაკებოდა 2 ადამიანი, რომელიც მეუბნებოდა თავს მიხედე, ოჯახს მიხედე და შეეშვი იმ ყველაფერს რაც გააკეთე.
როდესაც ეს რეპერი მესაუბრებოდა, იმდენად გაბრაზდა როცა ვუთხარი რომ არ წავშლი, არ გავაკეთებ, ბოლო ბოლო რა გინდა, რომ დაგალაპარაკოო და მომესმა ხმა, კაი რა, რა უნდა დამალაპარაკო, მიდი რა შენ მიხედეო და ეს ვიცი, რომ იყო ბერა ივანიშვილი.
თურმე მარტო ჩვენ არ ვყოფილვართ ამ დღეში და ეს პიროვნება, საერთოდ ყოფილა მანიაკი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თუ მართლა რეპერი ხარ კრიტიკის მიღებაც უნდა შეგეძლოს, პირველ რიგში, მეორე, ხალხს არ უნდა უგზავნიდე მოსაკლავად იმ ბიჭებს, რომლებსაც არ მოსწონთ შენი სიმღერა", - ამბობს რეპერი გიორგი გურეშიძე
წყარო:newposts.ge