თეგებით ძიება

მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, მოლაპარაკებების მაგიდასთან ღარიბაშვილი უნდა ჩანაცვლდეს - ენმ

მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს- ასეთია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიცია. თუმცა, პარტიის განმარტებით, ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან ღარიბაშვილი უნდა ჩანაცვლდეს. აღნიშნულის შესახებ ხატია დეკანოიძემ ისაუბრა. "ნაციონალური მოძრაობის პოზიცია არის შემდეგი - კრიზისი უნდა განიმიხტოს. ჩვენ მოქალაქეებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტპატიმრების გამოშვებასა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე ჩვენ ვისაუბრებთ. რაც შეეხება ღარიბაშვილს, დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები ყურად იღებენ მომხდარ ფაქტს და მისი ჩანაცვლება მოხდება მოლაპარაკებების მაგიდასთან." - აცხადებს დეკანოიძე.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა