თეგებით ძიება

„ლელოს“ წევრებმა ფარულ აუდიო ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურას მიმართეს

„ლელოს“ წევრებმა: კახა კოჟორიძემ, თორნიკე ართქმელაძემ, ლევან სამუშიამ და სხვებმა, გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური განცხადება შეიტანეს. ისინი ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა კოჟორიძის განცხადებით, გამოძიების არდაწყება პროკურატურის მხრიდან პირდაპირ ნიშნავს დაუმორჩილებლობის გამოცხადებას საქართველოს კანონმდებლობისადმი და მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი.

„დღეს ჩვენ, „ლელოს წევრები“ და იურისტები მოვედით აქ, რათა საქართველოს პროკურატურას შევახსენოთ მათი ვალდებულება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ წერია, რომ მედიის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, პირდაპირ წარმოშობს პროკურატურის ვალდებულებას, რომ დაიწყოს გამოძიება", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა