ზუგდიდში ავტომობილი მოიპარეს
სამეგრელოში, ქალაქ ზუგდიდში ავტომობილი მოიპარეს.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მანქანის მეპატრონეს ავტომობილი რამდენიმე დღის განმავლობაში დაპარკინგებული ჰყავდა, 7 მარტს კი ავტომობილი ადგილზე არ დახვდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.