ანზორ ბიწაძე: "ბატონო ბიძინა, არა ვაქცინა, არა ეკონომიკა, ოკუპაცია გრძელდება, იზრდება პოლიტიკური კრიზისი და ამ დროს შენს შვილს უსმენენ"
"ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ადეკვატურობის შეგრძნება დაკარგა.
ბიწაძე მმართვალ პარტიას ურჩევს, ოპოზიციაში მშვიდობიანად გადაბარგდნენ.
,,უკვე ისე ემართებათ, პატარა ძაღლი, რომ ძალიან დაიბნევა და ბევრს რომ ყეფს და უაზროდ მსგავს განცხადებებს აკეთებენ, ცოტა ადეკვატურები იყვნენ, ჩამოვიდნენ მიწაზე და ოპოზიციაში გადაბრძანდნენ"- აცხადებს ,,ერთიანი საქართველოს" ერთერთი ლიდერი.
ანზორ ბიწაძისთვის გაუგებარია, რატომ არ გამოვიდა ღარიბაშვილი და არ მიმართა პროკურატურას გამოძიება დაიწყეთო.
,ბატონო ბიძინა, თქვენ გვეუბნებოდით, რომ მენეჯმენტი ჩემი ძლიერი მხარეაო და იქნება გვითხრათ, რომელ მხარეზეა მენეჯმენტი თქვენი ძლიერი მხარე?! სად ხართ, რომელ მენეჯმენტში ხართ ძლიერი?! გაგვაგებინეთ და იქნებ, იმ სფეროში მოვახმაროთ ეს მენეჯმენტი ჩვენს ქვეყანას!“ - აცხადებს ანზორ ბიწაძემ.
წყარო:newposts.ge