თეგებით ძიება

დამისახელეთ ერთი ახალგაზრდა, ნაწამები ან მოკლული ჩვენი ხელისუფლების დროს, რა გამოძიება უნდა დაიწყოს, სისულელეა - მიხეილ ყაველაშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ბერა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს შორის გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების იდეა სისულელეა.

"რა გამოძიება, სისულელეა. რა გამოძიება უნდა დაიწყოს, რაზე უნდა დაინტერესდეს გამოძიება. დამისახელეთ ერთი დევნილი, ან ახალგაზრდა, ნაწამები ან მოკლული ჩვენი ხელისუფლების დროს", — განაცხადა ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან.

TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

6 მარტს TV პირველმა ფარული ჩანაწერები გაავრცელა, რომლებზეც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბარია ჩაწერილი. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, აუდიო კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა და მათთვის უცნობია, როდის და რა ვითარებაშია ჩაწერილი ისინი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა