თეგებით ძიება

თბილისში ოპოზიციის მხარდამჭერები ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობას მართავენ

ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობას მართავენ. მოქალაქეები მედიით გავრცელებული ფარული ჩანაწერების შინაარსს აპროტესტებენ.

ისინი ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის თანამდებობებიდან გადადგომას ითხოვენ.

მსვლელობა ამ წუთებში ისნში მიმდინარეობს და პირველი გაჩერება სამგორის რაიონის გამგეობა იქნება. აქტივისტები ადგილზე საპროტესტო წარწერებით სტიკერებს გააკრავენ.

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დასრულდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა