ხათუნა სამნიძე: შეთანხმებაზე ვინ მოაწერს ხელს „ქართული ოცნებიდან“, მნიშვნელობა არ აქვს
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს კრიზისიდან გამოსვლის შეთანხმებაზე ვინ მოაწერს ხელს „ქართული ოცნებიდან“.
„ჩვენ არ ვუჯდებით მოლაპარაკებებში არავის, ეს არის ევროპული ფორმატი. პრეზიდენტ მიშელის ვიზიტის შემდეგ, იმ დღესაც ძალიან რთული იყო ღარიბაშვილთან მოლაპარაკებებზე დაჯდომა, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ, რადგან სასწორზე არის უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ქვეყანამ გადალახოს კრიზისი და გამოვიდეთ ამ კრიზისიდან შეთანხმებით. შეთანხმებას ვინ მოაწერს ხელს „ქართული ოცნებიდან“, როდესაც ეს შეთანხმება იქნება დათმობები, რიგგარეშე არჩევნები და ამ კრიზისიდან გამოსვლა, მნიშვნელობა არ აქვს“,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.