თეგებით ძიება

დაპირისპირების შედეგად, მარტვილის ეპარქიაში რამდენიმე ადამიანი დაშავდა

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ეპარქიის წარმომადგენლები და მრევლის ნაწილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი გახდა ეპარქიაში ახლად დანიშნული მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ ორი სასულიერო პირისთვის, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების ჩამორთმევა.

შეხლა-შემოხლის დროს, ეპარქიის მეორე სართულზე აივნის ხის მოაჯირი ჩამოინგრა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი აივნიდან გადავარდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მრევლის ნაწილი ითხოვს, რომ ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტი სტეფანემ დაუყოვნებლივ დატოვოს ეპარქია.

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ, ეპარქიაში მოღვაწე დიაკვნებს კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა