ჭყონდიდის ეპარქიას მიტროპოლიტი სტეფანე უხელმძღვანელებს
ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თიანეთის და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა სინოდის სხდომის შემდეგ განუცხადა.
ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქია შეიცვალა, რაზეც ეპისკოპოსმა მიქაელმა უპასუხა, რომ ეს “ღვთის ნებაა”.
“რასაკვირველია [ღვთისნება იყო სტეფანეს ჭყონდიდში მივლინება]” – ამბობს ეპისკოპოსი მიქაელი.
ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტი პეტრე 2019 წელს წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა შეცვალა.
ეპარქია მდებარეობს სამეგრელოს ცენტრალურ ნაწილში და მოიცავს მუნიციპალიტეტებს: მარტვილს, აბაშასა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ეპარქიის საკათედრო ტაძარი მარტვილში მდებარეობს.
ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს საქმიანობას ეპისკოპოსი გრიგოლი.