კახა კალაძე - ფარული ჩანაწერების გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისთვის არასწორია
ფარული ჩანაწერების გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისთვის არასწორია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მომდევნო დღეებში მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
„ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც აქამდე გამიკეთებია კომენტარი და შეფასება და არც ამჯერად ვაპირებ. ზოგადად, ამ მეთოდის გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისას არასწორი მგონია. მომდევნო დღეების განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა, მეტი ინფორმაცია მიიღოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, 6 მარტს, "ტვ პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" ფარული აუდიოჩანაწერები გასაჯაროვდა, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ. აუდიოჩანაწერში ბერას მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო, ანგარიშწორებების შესახებ არის საუბარი.