თეგებით ძიება

ავარია ონში - დაღუპულია 2 ადამიანი

ონის სოფელ ლაგვანთაში მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად, მანქანაში მყოფი სამი პირიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ.

რაც შეეხება ავტომობილში მყოფ მესამე ადამიანს, ის საავადმყოფოში იმყოფება.

შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა