გურჯაანში, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის დროს 8 თვის ბავშვი დაიღუპა
გურჯაანში, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის დროს 8 თვის ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ახლობლების ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი ხშირად ხდებოდა. ბავშვის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, მშობლები კი პოლიციის რაიონულ განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.