თეგებით ძიება

გაათავისუფლეთ მელია, გადადგით ნაბიჯი კრიზისი განსამუხტად - საქართველოს მეგობრები "ოცნების" ხელისუფლებას აფრთხლებენ

საქართველოს მეგობრები ქვეყანაში შექმნილ უმვავეს კრიზისს ეხმიანებიან. ღია წერილი დღეს გამოქვეყნდდა.

ყოფილი ელჩები და სხვა რანგის დიპლომატები, რომლებიც საქართველოს საკითხებზე

სხვადასხვა დროს მუშაობდნენ, ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლონ ნიკა მელია და ამით გადადგან პირველი დადებითი ნაბიჯი შექმნილი კრიზისული ვითარების განსამუხტად.

"ჩვენ, ამ წერილის ხელმომწერები, საკუთარ თავს საქართველოს მეგობრებად მივიჩნევთ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში აღფრთოვანებულები ვიყავით ქართველო ხალხის გამძლეობით, საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე, მათი მტკიცე გადაწყვეტილებით, შეენარჩუნებინათ საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა, მათი ერთგულებით დემოკრატიული ღირებულებებისადმი.

ჩვენ მხარს ვუჭერდით საქართველოს მისწრაფებებს და პოზიტიურ ნაბიჯებს ევრო ატლანტიკური და ევროინტეგრაციის გზაზე და მტკიცე ადვოკატირებას ვუწევდით მას ჩვენს ორგანიზაციებსა თუ მთავრობებთან

ასევე, საჭიროების შემთხვევაში, არც კრიტიკას მოვრიდებივართ.

შესაბამისად, ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ბოლოდროინდელი პოლიტიკური განვითარებით საქართველოში, მათ შორის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შტურმით აეღოთ წამყვანი ოპოზიციური პარტიის ოფისი და დაეკავებინათ მისი ლიდერი.

მისი არგათავისუფლება შეუძლებელს ხდის გასული წლის არჩევნებისგან გამოწვეული ჩიხის მოგვარებას, რამაც ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტი განაპირობა. ერთპარტიული პარლამენტი არ არის ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანი. საქმის ასეთი განვითარება არა მხოლოდ აფერხებს უსაფრთხოების, ეკონომიკის და გლობალური პანდემიის დროს ჯანმრთელობის მდგომარეობას, არამედ აზიანებს საქართველოს, როგორც რეგიონში დასავლეთის სტაბილური პარტნიორის საერთაშორისო იმიჯს და რეპუტაციას. ამით მხოლოდ მოსკოვში არიან კმაყოფილები საქართველოში განვითარებული მოვლენებით.

ჩვენ ვარ ისეთი ქვეყნებიდან, რომელთა დემოკრატიებიც პერიოდულად გამოწვევების წინაშე დგება პოლიტიკური დაძაბულობის და პოლარიზების გამო, რომელთა ინსტიტუტებს გამოცდების გავლა უწევთ და ჩვენი მოქმედებები არ შეესაბამება ჩვენს იდეალებს. მაგრამ ჩვენი ინსტიტუტები შენარჩუნდა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემითა, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების და მედიის თავისუფლების წყალობით.

ჩვენ გვესმის, რომ საქართველოში დემოკრატიის მშენებლობა გრძელდება, მაგრამ ეს პროცესი არ შეიძლება მოიცავდეს პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას.

არჩეული მთავრობები ვალდებულები არიან, შეასრულონ თავიანთი ამომრჩევლის მისწრაფებები, სურვილები, დრო და ყურადღება უნდა დაუთმონ იმ პოლიტიკის განხორციელებას, რაზეც საარჩევნო კამპანიის დროს ლაპარაკობდნენ.

ოპოზიციის არჩეულ პოლიტიკოსებს აქვთ თავიანთი საჩივრების სამართლიანად განხილვის უფლება, ისევე, როგორც უფლება, გამოიყენონ ევროკავშირის ან სხვა პოტენციური შუამავლის მიერ შეთავაზებული მედიაციით მიაღწიონ გამოსავალს, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, გამოყენონ ხალხის მიერ მინიჭებული მანდატები და გააძლიერონ საქართველოს დემოკრატია.

ყველა მხარემ მხარი უნდა დაუჭიროს თავიანთი ქვეყნის წინსვლას პრობლემის მშვიდობიანი საშუალებებით და სამართლებრივი არხებით მოგვარებით.

მათი საერთო მიზანი იყოს, შედგეს მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც გამოხატავს ყველა ამომრჩევლის ნებას და ამასთან, ექნება ქართველი ხალხის სრული ნდობა, რათა ქვეყანა წინ წავიდეს.

საქართველომ გაუძლო დემოკრატიის წინა ტესტებს. ყველა წინა კრიტიკული მომენტში, მათმა ლიდერებმა გადადგეს ნაბიჯები კრიზისიდან ამოსვლის მიზნით და ქვეყანას მისცეს საშუალება, ყოფილიყო დემოკრატიული ტრანზიციები. საქართველოს ახლა მორიგი გადამწყვეტი მომენტი აქვს, რომელსაც ზოგიერი ეგზისტენციურსაც უწოდებს.

მთავრობამ, როგორც ძალაუფლების მფლობელმა, უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით. ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის ძალისხმევას კომპრომისზე შუამავლობისთვის, ძალისხმევას, რომელსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. ბოლო დროინდელი მოვლენები ქმნის გადაუდებელ ვითარებას. ამ პოზიტიური ნაბიჯების არგადადგმამ შეიძლება გამოიწვიოს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის დაყენება, რომლებიც კრიზისზე აგებენ პასუხს.

ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ოპოზიციის ლიდერებს, არ გაფლანგონ კეთილი ნება და მოახდინონ დემოკრატიის მიმართ მათი ერთგულების, დიალოგის და ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემის დემონსტრირება.

როგორც საქართველოს მეგობრები, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვხატავთ რჩევის გაცემისა და მხარდაჭერის მზადყოფნას და დავეხმაროთ ფასილიტაციაში.

თუმცა, განგრძობადი შედეგები გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის და ოპოზიციის ლიდერების მცდელობიდან, გადაარჩინონ დემოკრატიული ინსტიტუტები".

განცხადებას ხელს აწერენ:

იან ბონდი, ევროპული რეფორმების ცენტრი
მეთიუ ბრაიზა, ყოფილი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში
კერი კავანაუ, კენტუკის უნივერსიტეტი
ლუკ კოფი, მემკვიდრეობის ფონდი
სვანტე კორნელი, ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭო
უილიამ კორტნი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში
ლარი დაიმონდი, სტენფორდის უნივერსიტეტი
პიერ ეკლუნდი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში
ფრენსის ფუკუიამა, სტენფორდის უნივერსიტეტი
ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი საქართველოში
გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი
გლენ ჰოვარდი, ჯეიმსთაუნის ფონდი
ტომას ჰენდრიკ ილვესი, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი
ჯონათან კაცი, გერმანიის მარშალის ფონდი აშშ
იან კელი, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი; აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში
დევიდ ჯ. კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი; სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში

მაიკლ მაკფოლი, სტენფორდის უნივერსიტეტი
თომას მელია, PEN America; USAID- ის ყოფილი ასისტენტის ასისტენტი ევროპასა და ევრაზიაში რიჩარდ მაილსი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში
ლორა თორნტონი, დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტი; ყოფილი დირექტორი, NDI Georgia
რენდი შონემანი, ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმი
კურტ ვოლკერი, ნატოში აშშ-ს ყოფილი ელჩი
კენეტ იალოვიცი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა