თეგებით ძიება

მთავარია, გაირკვეს, ვინ ჩაწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა - თეა წულუკიანი

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანმა ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ სკანდალურ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება.

მისი თქმით, მთავარია, გაირკვეს, ვინ ჩაწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა.

"თუ ამ ჩანაწერების ფაბრიკაციას მოუსმენთ, ნახავთ, რომ ამ საუბრიდან, ნათელია, რომ ღარიბაშვილი არ არის თანამდებობის პირი. მთავარია, ახლა გაირკვეს ვინ ჩაწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი. მე ეჭვი მაქვს, რომ როგორც ყველა ბავშვს, ვინც იყო ოპოზიციაში მყოფი მშობლის შვილი, წერდნენ და შემდეგ ოჯახს ატერორებდნენ. უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილი არ არის იმ მასშტაბის ადამიანი, რომელსაც ნაციონალები დაატერორებდნენ"- აცხადებს წულუკიანი.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა