თეგებით ძიება

როგორ მოვიქცეთ თუ სკოლაში ადგილი აქვს ბულინგს - რჩევები მშობლებს

ბულინგი XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა, რომელიც შესაძლოა განვიხილოთ, როგორც მოზარდების მიერ განხორციელებული ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა.

ბულინგი მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვეულებრივი ჩხუბისგან, რადგან მას აქვს ხშირი ხასიათი და ძირითად შემთხვევაში მიმართულია კონკრეტულ მოსწავლეზე, რაც აზიანებს ბავშვის ფსიქიკას და ასევე, შესაძლოა გავლენა იქონიოს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, აუცილებელია სკოლის შიდა თუ გარე ტერიტორიაზე ყურადღება იყოს მიქცეული მოსწავლეთა ქცევაზე.

უკანასკნელ წლებში ასევე გამოიკვეთა ბულინგის ახალი ფორმა „კიბერ ბულინგი“, რაც ინტერნეტით არასასურველი ინფორმაციის გავრცელებას გულისხმობს.

ბულინგის სხვა ფორმებისგან გასხვავებით, იგი რთულად აღმოსაფხვრელი პრობლემაა და შესაძლოა ხორციელდებოდეს 24 საათის განმავლობაში, ყოველდღიურად.

მოცემული ინფორმაცია ცხადჰყოფს, რომ ბულინგი მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემაა, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს ბავშვის ფსიქიკური მდგომარეობა.

წარმოგიდგენთ რეკომენდაციებს მშობლებისთვის, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მშობელმა, როდესაც ბულინგის შემთხვევები გაცხადებულია.

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ რეკომენდაციებს, ერთად დავიცვათ ჩვენი შვილები ძალადობისგან!


რეკომენდაციები - თუ თქვენი შვილი მიმართავს ბულინგს:
• მშობლისთვის ძალიან რთულია იმის აღიარება, რომ მისი შვილი მიმართავს ბულინგს. აუცილებელია გაანალიზოთ მოსალოდნელი საფრთხე და პრობლემას მოეკიდოთ სერიოზულად.
• დაელაპარაკეთ თქვენს შვილს მის ქცევაზე, ეცადეთ მშვიდად აუხსნათ, რომ მისი საქციელი ზიანს აყენებს სხვას, მშვიდად აუხსენით რატომაა მისი ქცევა არასასურველი.
• მოერიდეთ ბავშვთან ჩხუბს და ხმამაღლა საუბარს, ეს მეტად გააღიზიანებს მას.
• აუცილებელია მუდმივი ზედამხედველობა და სკოლის ადმინისტრაციასთან კავშირი, რათა კვლავ არ განმეორდეს ბულინგის შემთხვევები.
• მდგომარეობის გართულების შემთხვევაში, მიმართეთ სკოლის ფსიქოლოგს.

რეკომენდაციები - თუ თქვენი შვილი ბულინგის მსხვერპლია:

• აგრძნობინეთ, რომ შეუძლია ყველა საკითხის შესახებ თქვენთან საუბარი.
• ასწავლეთ, როგორ გაუკეთოს იგნორი მოძალადის სიტყივერ შეურაცხყოფას.
• შესთავაზეთ, რომ არ გაიაროს იმ ადგილას, სადაც ხშირად ადგილი აქვს ბულინგის ფაქტებს.
• ასწავლეთ, რომ არ აგრძნობინოს მოძალადეს, რომ მისი ეშინია.
• ასწავლეთ, რომ აუცილებლად დაუძახოს ვინმე ზრდასრულს შესაძლებლობის შემთხვევაში.
• აუხსენით, რომ პრობლემა მხოლოდ მოძალადეშია და არა მასში.
• ასწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეს მოძალადესთან შეხვედრისას, თუ საჭიროა ივარჯიშოს სარკის წინ

მშობლობა დიდი პასუხისმგებლობაა, გაითვალისწინეთ მოცემული რეკომენდაციები და მოერიდეთ ბულინგის პრობლემის აგრესიის გზით გადაჭრას, ეს მეტად იმოქმედებს, როგორც მსხვერპლზე, ასევე მოძალადეზე.

მარიამ ქავთარაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა