"დავით მეფე, მინდა ჩემი სამშობლო ისევ ისეთი დიდი იყოს, როგორც თქვენი მეფობის დროს" - 7 წლის ბარბარეს წერილი დავით აღმაშენებელს
სოციალურ ქსელში 7 წლის ბარბარეს წერილი გავრცელდა. გოგონამ წერილი დავით აღმაშენებელს მიწერა.
„მინდა ჩემი სამშობლო ისევ ისეთი დიდი იყოს," - წერს გოგონა.
ბარბარეს ძალიან ენატრება მშობლიური ახალგორი, რომელიც ამჟამად ოკუპირებულია. მას ერთ წელზე მეტია არ უნახავს ბებია-პაპა და სურს თავისუფლად შეეძლოს სახლში ჩასვლა.
წყარო:newposts.ge