თეგებით ძიება

"გავიგე, ღუმელი ესროლა მეუღლესო... სავარაუდოდ ნასვამი იყო" - გურჯაანში მომხდარი საზარელი შემთხვევის დეტალები

გურ­ჯა­ან­ში მომ­ხდარ სა­ზა­რელ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ახალ დე­ტა­ლებს ჰყვე­ბი­ან.

და­კა­ვე­ბუ­ლის მე­ზო­ბე­ლი ამ­ბობს, რომ ჩხუ­ბის დროს მა­მა­კა­ცი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნას­ვა­მი იყო.

"მე რო­გორც გა­ვი­გე, ღუ­მე­ლი ეს­რო­ლა მე­უღ­ლეს, რო­მელ­საც ბავ­შვი ეჭი­რაო. ჩამ­ქრა­ლი ღუ­მე­ლი აიღო, ცოლ­მა ვერ აან­თო ეტყო­ბა და ეს­რო­ლაო. ამ ბავ­შვს გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, ოპე­რა­ცია ჰქონ­და გა­და­ტა­ნი­ლი. ბრალ­დე­ბულს პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან სამი შვი­ლი ჰყავს, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ეს მე­ო­რე მე­უღ­ლეა" - ამ­ბობს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

რო­გორც ირკვევა, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც ბრალ­დე­ბუ­ლი ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს. ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის თქმით, მოძალადემ სამი თვის წინ მე­უღ­ლეს და შვი­ლებს სცე­მა და პო­ლი­ცი­ამ ის ერთი დღით და­ა­კა­ვა.

კაცმა ცოლს მაშინ დაარტყა, როცა ხელში ჩვილი ეჭირა, ბავშვმა გონება დაკარგა და დაიღუპა. შსს-მ 8 თვის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე მისი მამა დააკავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა