თეგებით ძიება

“იმედია, ნიკა მელია მიხვდება, რომ სულ უფრო ნაკლებად იქნება მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში” – წულუკიანი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი, ამბობს, რომ ნიკა მელიას პატიმრობის საქმე სულ უფრო ნაკლებად საინტერესო იქნება მედიისა და საზოგადოებისთვის.

„გუშინ, გუშინწინ ეთერებს ყურადღებით ვაკვირდებოდი და ნიკა მელია ან საერთოდ აღარ ისმოდა, ან ძალიან იშვიათად ისმოდა. ჩემს დროს ასე იყო, ალბათ ახლაც ასეა და საკანში მყოფი ნიკა მელიასთვის ყველა სატელევიზიო არხია ხელმისაწვდომი. იმედია, გააანალიზებს და მიხვდება, რომ ასეთია ცხოვრება, რაც დრო გავა, ნელ-ნელა უფრო ნაკლებად იქნება მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამიტომ დროა, მან მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები…” - განაცხადა წულუკიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა