"კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული გამოძიება არ არის მიმართული რომელიმე ტელეკომპანიის ან ჟურნალისტის საქმიანობის მიმართ" - პროკურატურა
გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება „ტვ პირველის“ ან ჟურნალისტების საქმიანობას არ უკავშირდება - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურა საუბრობს.
უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში საუბარია ჩანაწერის უნებართვოდ ჩაწერა-მიყურადებაზე, მის უკანანო გამოყენებასა და გავრცელებაზე. უწყების განმარტებით, გამოძიების სამიზნე არც ტელეკომპანია „პირველი“ და არც კონკრეტული ჟურნალისტები არ არიან.
„კატეგორიულად და ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ გენერალურ პროკურატურაში საჯარო სივრცეში გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიება არ არის მიმართული რომელიმე ტელეკომპანიის ან ჟურნალისტის საქმიანობის მიმართ. აქვე აღვნიშნავთ, რომ გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“,- აცხადებენ პროკურატურაში.
წყარო:newposts.ge